მათთვის, ვინც აფასებს დროს!
მათთვის, ვინც აფასებს დროს!
მათთვის, ვინც აფასებს დროს!
AGATE - Ketrin's Art * აგატი
    - "თავდაპირველად შევქმენი რამდენიმე ჩანთის მოდელი  რომელიც გაუზიარე ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ვიცოდი რომ ეს არ იქნებოდა საკმარისი, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო "market"-ებში, რომლებიც იმართება თბილისში და ახალგაზრდებს ეძლევა საშუალება რომ წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და უფრო ფართო მასისთვის გახდეს თავიანთი ნამუშევრები ცნობილი. რა თქმა უნდა ძალიან ეხმარება ეს ყველაფერი ახალგაზრდებს...

      ხალხის ემოციებიდან გამომდინარე დავინახე რომ ჩემმა იდეამ გაამართლა ნამდვილად, და რომ უფრო სერიოზული სახე მიმეცა ამ ყველაფრისათვის გადავწყვიტე ჩემი ჩანთებისათვის შემერქვა სახელი. ჩანთების გარდა დაინტერესებული ვიყავი ქალის აქსესუარების კეთებით საკმაოდ მრავალი წელი და ხშირი შეხება მქონდა ბუნებრივ ქვებთან,  ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი ქვა იყო - აგატი, რომელიც არის ძალიან ლამაზი, ასევე აგატი არის ულამაზესი ყვავილი, ასე მარტივად შევარქვი - აგატი.
 
       იმ საქმიანობაში რასაც დღეს ვაკეთებ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, შემიძლია თამამად ვთქვა რომ ჩემი თავი ამ სფეროში ვიპოვე და ამ სფეროში უფრო ვგრძნობ თავს თავისუფლად რაც ძალიან მსიამოვნებს, სამომავლოდაც ვაპირებ უფრო დავხვეწო ჩემი შემოქმედება, ვგეგმავ ახალი მოდელების შექმნას, რა თქმა უნდა ამაზე ყოველთვის  ვმუშაობ რომ, სიახლე დავამატო და შევთავავზო მომხმარებელს.

ჩანთების სანახავად მიყევით ბმულს: https://www.facebook.com/pg/AGATE-Ketrins-Art-2173398029592972/photos/?ref=page_internal

 

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ქ.თბილისი, ა.წერეთლის გამზ. #116 (ბ/ც დიდუბე პლაზა), 3 სართ., ოფისი 304.
ტელეფონი : +995 (032) 247-10-11
მობილური: +995 598 28-10-11
ვებ გვერდი: eagleexpress.ge