COVID-19

ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენება

ზოგადი რეკომენდაციები

ნიღაბთან მიმართებაში გაითვალისწინეთ:

• ერთჯერადი ნიღაბი (ქირურგიული ნიღაბი), იცავს გარშემომყოფებს იმ ინფექციებისგან, რომელსაც გამოყოფს ნიღბის მტარებელი
• არ იცავს ნიღბის მტარებელს სხვა, გარემოში არსებული ინფექციებისაგან
• აუცილებლად უნდა იყოს სწორად მორგებული, ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს
• უნდა იყოს დამზადებული წყალგაუმტარი მასალისაგან
• რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებიც დაავადებული ან საეჭვო არიან ტუბერკულოზზე, ყოველთვის როდესაც ისინი ტოვებენ კაბინეტს/პალატას
რესპირატორთან მიმართებაში გაითვალისწინეთ:
• რესპირატორი იცავს მას ვინც ატარებს
• ფილტრავს შესუნთქულ ჰაერს მასში შეწონილი მიკრონაწილაკებისგან
• სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც მუშაობენ ტუბერკულოზით დაავადებულ (მათ
შორის მულტირეზისტენტული შტამით) ან მასზე საეჭვო პაციენტებთან, ასევე პერსონალისთვის, რომლებიც ატარებენ შემდეგ პროცედურებს ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში: ბრონქოსკოპია, ინტუბაცია, ნახველის შეგროვება, ატარებენ ოპერაციას ფილტვებზე და/ან
პათოლოგ ანატომიურ გაკვეთას, რეკომენდირებულია რესპირატორი N95, FFP2 ან FFP3.
• რესპირატორი ძირითადად ერთჯერადია, მაგრამ შეიძლება გამოიყენოთ განმეორებით;
• რესპირატორებს ყველაზე მეტად აზიანებს სინესტე, მტვერი და ზეწოლა;

ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენება

• არასწორად შერჩეული რესპირატორი ვერ დაგიცავთ ინფიცირებისგან/დაავადებისგან;
რესპირატორის გამოყენების კონტროლის პროგრამა:
• ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც გამოიყენებენ რესპირატორს, აუცილებლად უნდა
მუშაობდეს რესპირატორის გამოყენების კონტროლის პროგრამა
• პროგრამას უნდა ხელმძღვანელობდეს ერთი ადამიანი, რომელიც პასუხს აგებს სამედიცინო
დაწესებულებაში რესპირატორის გამოყენებაზე
• უნდა მოქმედებდეს წერილობითი ბრძანება რესპირატორის სწორი გამოყენების შესახებ (სად,
როდის და როგორ უნდა მოხდეს რესპირატორის გამოყენება)
• სამედიცინო შემოწმების შედეგად უნდა დადგინდეს, შეუძლია თუ არა სამედიცინო პერსონალს სწორად შეასრულოს საკუთარი სამუშაო, როდესაც ის იყენებს რესპირატორს
• სწავლების კურსი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ტუბერკულოზის შესახებ
(განმარტება, გადადების გზები, ინფიცირებისგან თავის დაცვა), მედპერსონალს პერიოდულად უნდა უტარდებოდეს ტრენინგი რესპირატორის სწორად გამოყენებაზე
• გამოყენებული რესპირატორი უნდა შეესაბამებოდეს ინდივიდუალური დამცავი საშუალებების საერთაშორისო სტანდარტებს (N95, FFP2 ან FFP3-ჰეპაფილტრიანი რესპირატორი);
• აუცილებელია, დაწესებულებაში იყოს ყველა ზომის რესპირატორი
• ყოველწლიურად უნდა ჩატარდეს რესპირატორის მორგების შემოწმება
• დაწესებულების ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს საჭირო რაოდენობის და ზომის რესპირატორის შეკვეთა, შესყიდვა და მარაგის შექმნა
რესპირატორის მორგების შემოწმება უნდა მოხდეს რესპირატორის პირველად
გამოყენებისას; ახალ სახის რესპირატორის (განსხვავებული ზომის, ფორმის, ახალი
მწარმოებლის, ახალ მოდელის) გამოყენებისას, ასევე რეგულარულად, მისი მოხმარების
პროცესში
• რესპირატორი უნდა ინახებოდეს მხოლოდ ქაღალდის (არაპლასტიკურ) პაკეტში, მშრალ და
სუფთა ადგილზე
• დაუშვებელია რესპირატორის დეზინფიცირება

პროცედურის თანმიმდევრობა
ერთჯერადი ნიღაბი/პირბადე დ გამოიყენება პაციენტის მოვლის, მანიპულაციის ან ოპერაციის დროს. სასუნთქ სისტემაში აერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციის
მოხვედრის პრევენციის, ცხვირის და პირის ლორწოვანის დასაცავად სისხლით, ბიოლოგიური
სითხეებით, სეკრეტებით და ექსკრეტებით დაბინძურებისაგან
• ერთჯერადი ნიღბის ტარების ხანგრძლივობა დასველება/დაბინძურებამდე მაქსიმუმ 2-4 საათია
• მოირგეთ ნიღბი/პირბადე
• მოირგეთ ნიღაბი/პირბადე, რესპირატორი ისე რომ ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს
• თუ ნიღაბს/პირბადეს, რესპირატორს აქვს რეზინის მარყუჟი კომფორტულად მოირგეთ ყურზე, თუ ნიღაბს/პირბადეს, რესპირატორს აქვს ზონარი — ყველა ზონარი შეიკარით
• ნიღაბი/პირბადე, რესპირატორი მოიხსენით პროცედურა/მანიპულაციის დასრულებისთანავე.

ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენება 
• მოხსნის დროს მოკეცეთ ნიღაბი/პირბადე შიგნითა ზედაპირით
• ნიღაბი/პირბადე გადააგდეთ შესაბამის კონტეინერში (იხ. სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის პროტოკოლი)
• რესპირატორის გამოყენების და მისი ვარგისიანობის შემოწმებისას მისდიეთ მწარმოებლის
მიერ მოწოდებულ ინსტრუქციას ყოველი გამოყენების შემდეგ დაათველიერეთ რესპირატორი, დარწმუნდით, რომ მის არცერთ ნაწილს არ აქვს ხილული დაზიანება
• მრავალჯერადი რესპირატორი შეამოწმეთ ყოველი გამოყენების წინ და შემდეგ, თუ რესპირატორი განკუთვნილია გადაუდებელი შემთხვევებისთვის, შეამოწმეთ ყოველი გამოყენების
შემდეგ და ყოველთვიურად, რათა მზად იყოს ნებისმიერ დროს გამოყენებისთვის;
• გადააგდეთ რესპირატორი, თუ მის რომელიმე ნაწილს აქვს ხილული დაზიანება ან სველია (ნოტიოა).

სახის დამცავი ფარი ან სათვალე:
იცავს პაციენტის მოვლის დროს თვალის, სასუნთქ სისტემაში აერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციის მოხვედრის პრევენციის, ცხვირის და პირის
ლორწოვანის დასაცავად სისხლით, ბიოლოგიური სითხეებით, სეკრეტებით და ექსკრეტებით
დაბინძურებისაგან.
• სათვალე მოათავსეთ თვალებზე და კომფორტულად მოირგეთ ყურზე (თუ აქვს შესაკრავები,
შეიკარით თავზე);
• მოიხსენით პროცედურის/მანიპულაციის დასრულებისთანავე;
• მოათავსეთ შესაბამის კონტეინერში (იხ.სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის პროტოკოლი);
• სახის დამცავი ფარი მოირგეთ კომფორტულად — დაფარეთ სახე წარბებამდე, მოირგეთ ყურზე
(თუ აქვს შესაკრავები შეიკარით თავზე);
• მოიხსენით პროცედურის/მანიპულაციის დასრულებისთანავე;
• მოათავსეთ შესაბამის კონტეინერში (იხ.სამედიცინო ნარჩენების უტილიზაციის პროტოკოლი).

ხელთათმანი:
• ხელთათმანის გამოყენება სავალდებულოა სისხლთან, ბიოლოგიურ სითხეებთან, სეკრეტებთან, ექსკრეტებთან, კონტამინირებულ საგნებთან, ლორწოვან გარსებთან და არაინტაქტურ
კანთან შეხებისას
• ხელთათმანი არ არის ხელის დაბანის ალტერნატივა

ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გამოყენება 
• ხელთათმანები აუცილებლად ერთჯერადია
• ჩაიცვით უშუალოდ პაციენტთან კონტაქტის ან პროცედურის დაწყების წინ
• დაუყოვნებლივ გამოიცვალეთ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ და/ან პროცედურის დასრულებისთანავე
• ხელთათმანები აუცილებლად გამოიცვალეთ ერთი პაციენტიდან და/ან პროცედურიდან მეორეზე გადასვლისთანავე
ხელთათმანის ჩაცმის ტექნიკა:
• დაიბანეთ ხელები ჰიგიენური წესით (იხ. ხელის ჰიგიენური დაბანის პროტოკოლი)
• შეარჩიეთ საჭირო ზომის ხელთათმანი
• ჩაიცვით ხელთათმანი ჯერ დომინანტურ ხელზე და შემდეგ არადომინანტურ ხელზე
ხელთათმანის გახდის ტექნიკა:
• პროცედურის/მანიპულაციის დასრულების შემდეგ გაიხადეთ დაბინძურებული ხელთათმანები
• დომინანტური ხელით შეეხეთ არადომინანტური ხელის ხელისგულს ან ხელთათმანის სამკლავურს/მანჟეტს ხელისგულის მხრიდან და გადმოაბრუნეთ ხელთათმანის დაბინძურებული
მხარისკენ და მოაქციეთ დომინანტური ხელის მუჭში
• იმ ხელის, რომელზეც აღარ გაცვიათ ხელთათმანი, ორი თითი შეაცურეთ ხელთათმანის სამკლავურის/მანჟეტის ქვეშ ისე, რომ არ შეეხოთ ხელთათმანის დაბინძურებულ (კონტამინირებულ) გარეთა მხარეს
• ხელთათმანი გადმოაბრუნეთ ისე, რომ გაკეთდეს ჩანთა, რომელშიც მოაქცევთ პირველად გახდილ ხელთათმანს
• ხელთათმანების „ჩანთა“ მოათავსეთ შესაბამის კონტეინერში
• აწარმოეთ ხელის ჰიგიენა